არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არ დაგავიწყდეს მადლობის თქმა!

არ დაგავიწყდეს მადლობის თქმა!

არ დაგავიწყდეს მადლობის თქმა!

ბოლოს როდის მიიღე სამადლობელი ბარათი? შენ როდის გაუგზავნე სხვას?

დღეს, როცა ადამიანები ერთმანეთს კომპიუტერის მეშვეობით ესაუბრებიან, ხელით დაწერილი მადლიერების სიტყვებით სავსე ბარათები ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. არადა, სულ სხვაა, როცა მადლიერების ნიშნად საკუთარი ხელით სწერ ადამიანს ისეთ ჯადოსნურ სიტყვას, როგორიცაა: „მადლობა“. რამდენიმე რჩევა:

1. ნუ დაბეჭდავ ტექსტს, ხელით დაწერე.

2. მოიხსენიე იმ ადამიანის სახელი, ვისაც სწერ ბარათს.

3. თუ საჩუქრისთვის უხდი მადლობას, მოიხსენიე საჩუქარი და ის, თუ როგორ აპირებ მის გამოყენებას.

4. წერილის ბოლოს კიდევ ერთხელ გადაუხადე მადლობა.

სამადლობელი წერილის მიღება ყველას უხარია და სიამოვნებს.

ასე რომ, ამის მერე თუ ვინმე სტუმართმოყვარეობას გამოავლენს შენდამი, სიკეთეს გაგიკეთებს ან რამეს გაჩუქებს, აჩვენე, რომ შეუმჩნეველი არ დაგრჩენია მისი სიკეთე და ყურადღება. და რაც მთავარია, მადლობის თქმა არ დაგავიწყდეს!

[ჩარჩო/სურათები 28, 29 გვერდებზე]

საყვარელო მერი დეიდა, #2

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა იმისთვის, რომ მაღვიძარა მაჩუქე. #3 ხომ იცი, რა ძილისგუდა ვინმე ვარ. ამ მაღვიძარას წყალობით უკვე თავის დროზე ვიღვიძებ. ძალიან გამიხარდა წინა კვირას შენი ნახვა მერი დეიდა; იმედია, სახლში მშვიდობით ჩახვედი. მალე შევხვდებით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი კარგი საჩუქრისთვის! #4

შენი დისშვილი

ჯონი

[სურათი]

#1

[ჩარჩო 29 გვერდზე]

რჩევები

● თუ ფულადი საჩუქრისთვის სწერ ვინმეს სამადლობელ ბარათს, პირდაპირ ნუ მოიხსენიებ ფულს და ნურც იმას, რა რაოდენობის თანხა გაჩუქეს. უბრალოდ შეგიძლია უთხრა: „დიდი მადლობა საჩუქრისთვის. ამას მე გამოვიყენებ . . .“.

● წერილში ისაუბრე მხოლოდ საჩუქარზე და იმაზე, თუ როგორი მადლიერი ხარ ამ საჩუქრისთვის. ეს არ არის საიმისო წერილი, რომ ადამიანს შენი საზაფხულო გეგმების ან საავადმყოფოში გატარებული თითოეული წუთის შესახებ მოუყვე.

● წერილში ნუ მოჰყვები წუწუნს და ჩივილს საჩუქართან დაკავშირებით. ნამდვილად არ იქნებოდა ლამაზი ასეთი რამის თქმა: „დიდი მადლობა კაბისთვის, მაგრამ ეს არ არის ჩემი ზომა, ცოტა პატარა მომივიდა“.

[ჩარჩო 29 გვერდზე]

ბიბლია მოუწოდებს ყველას, რომ მადლიერება გამოავლინონ ერთმანეთის მიმართ (ლუკა 17:11—19). როცა პავლე მოციქული თესალონიკელ ქრისტიანებს სწერდა, განუწყვეტლივ ელოცათ, თან ისიც დაამატა, რომ „ყველაფრისთვის მადლობლები“ ყოფილიყვნენ (1 თესალონიკელები 5:17, 18).