არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არიან ჩემთვის მისაბაძი მაგალითები?

ვინ არიან ჩემთვის მისაბაძი მაგალითები?

ახალგაზრდების შეკითხვები

ვინ არიან ჩემთვის მისაბაძი მაგალითები?

სტატიაში განხილული იქნება

რატომ არის საჭირო, გყავდეს მისაბაძი მაგალითები

ვინ შეგიძლია აირჩიო საამისოდ

როგორ უნდა მიჰბაძო მათ

რატომ არის საჭირო

რეალობა: ადამიანი მიდრეკილია, მიჰბაძოს მას, ვინც ხიბლავს და მოსწონს. ეს შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, გააჩნია, ვის ჰბაძავს ის.

საჭიროა: გყავდეს ღირსეული მისაბაძი მაგალითები (ფილიპელები 3:17).

პრობლემა: ბევრი განსაკუთრებულ პატივისცემას ავლენს ისეთი ცნობილი ადამიანების მიმართ, როგორებიც არიან მუსიკოსები, სპორტსმენები და მსახიობები, თუმცა შეიძლება ეს „ვარსკვლავები“ არც თუ ისე სუფთა ცხოვრებით ცხოვრობენ.

დაფიქრდი: ბიბლია ჩვენს პიროვნულ თვისებებს ტანსაცმელს ადარებს (კოლოსელები 3:9, 10). როცა ტანსაცმელს ყიდულობ, ეკითხები რჩევას ისეთ გამყიდველს, რომელიც თვითონვე უსიამოვნოდ და უგემოვნოდაა ჩაცმული? აბა, რატომ უნდა გიკარნახონ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებმა, როგორ იცხოვრო და როგორი ადამიანი იყო? ნუ აჰყვები უმრავლესობის ფეხის ხმას! გაიჩინე ღირსეული მისაბაძი მაგალითები. ეს დაგეხმარება 1) დაინახო, რომელი თვისებების განვითარება გჭირდება და 2) ურთიერთობა იქონიო მათთან, ვისაც აქვს ეს თვისებები და მიჰბაძო მათ.

ვინ შეგიძლია აირჩიო მისაბაძ მაგალითად?

აღნიშნე, სწორია თუ არასწორი.

1. მისაბაძი პიროვნება უნდა იყოს ის, ვისაც პირადად იცნობ.

სწორია არასწორია

2. მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს სრულყოფილი პიროვნება.

სწორია არასწორია

3. შეგიძლია ბევრი მისაბაძი მაგალითი გყავდეს.

სწორია არასწორია

პასუხები

1. არასწორია. შორეულ წარსულში მცხოვრები ადამიანებიც შეგიძლია აირჩიო მისაბაძ მაგალითებად. საუკეთესო მაგალითები შეგიძლია ბიბლიაში მოძებნო. მაგალითისთვის, თუ წაიკითხავ ებრაელების მე-11 თავს, გაიგებ პავლე მოციქულის მიერ ჩამოთვლილ იმ 16 მამაკაცისა და ქალის სახელს, რომელთა რწმენაც მისაბაძია ჩვენთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომდევნო, მე-12 თავში პავლე მოუწოდებდა ქრისტიანებს, დაკვირვებოდნენ იესოს მაგალითს და მიჰყოლოდნენ მას (ებრაელები 12:2). იესო ქრისტე უდავოდ საუკეთესო მისაბაძი მაგალითია (იოანე 13:15). *

2. არასწორია. სანთლითაც რომ ეძებო, სრულყოფილ ადამიანს ვერსად იპოვი (რომაელები 3:23). ასეთი მხოლოდ იესო იყო. თვით დიდებულ წინასწარმეტყველ ელიაზეც კი წერია, რომ „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკობი 5:17). იმავეს თქმა შეიძლება სხვებზეც, მათ შორის მირიამზე, დავითზე, იონაზე, მართასა და პეტრეზე. ბიბლია არ მალავს ამ მამაკაცებისა და ქალების შეცდომებს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც სამაგალითონი არიან ბევრ რამეში და შეიძლება, რომ ჩვენ მისაბაძ მაგალითებად გავიხადოთ.

3. სწორია. რამდენიც გინდა, იმდენი მისაბაძი მაგალითი შეგიძლია გყავდეს. ერთს შეგიძლია მიჰბაძო სიბეჯითეში, მეორეს — მოთმინებაში. მესამე კი შესაძლოა პრობლემების დროს შესანიშნავად ინარჩუნებდეს დადებით განწყობას და ამაში მიჰბაძო მას (1 კორინთელები 12:28; ეფესოელები 4:11, 12). დადებითი ეძებე სხვებში და აუცილებლად იპოვი თვისებებს, რომელთა განვითარებაც ნამდვილად ღირს (ფილიპელები 2:3).

როგორ უნდა მიჰბაძო მათ მაგალითს

1. დააკვირდი. მოციქული პავლე პირველი საუკუნის ქრისტიანებს სწერდა: „დააკვირდით მათ, ვინც ჩვენ მიერ თქვენთვის დატოვებული მაგალითის მიხედვით დადის“ (ფილიპელები 3:17).

2. იქონიე ურთიერთობა. თუ შესაძლებლობა გაქვს, გარკვეული დრო დაუთმე ამ ადამიანთან ურთიერთობას. ბიბლიაში წერია: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20).

3. იფიქრე ამ ადამიანის ღირსეულ თვისებებზე. ებრაელების 13:7: „დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და მათ მიჰბაძეთ რწმენაში“.

მზად ხარ მოქმედებისთვის? გადახედე „სამოქმედო გეგმას“.

სამოქმედო გეგმა

ამოირჩიე ერთი თვისება, რომლის განვითარებაც გინდა (მაგალითად, გინდა იყო უფრო გულუხვი, შრომისმოყვარე, შემგუებელი, სანდო ან მეგობრული).

․․․․․

ამოირჩიე ადამიანი, რომელსაც ეს თვისება აქვს. *

․․․․․

როცა ვინმეს მისაბაძ მაგალითად ირჩევ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენ ის ადამიანი უნდა გახდე. შენ შენი დადებითი თვისებები გაგაჩნია. უბრალოდ ასეთი ადამიანების არსებობა შენს ცხოვრებაში დაგეხმარება, მაქსიმალურად გამოიყენო შენი შესაძლებლობები. უფრო მეტიც, მათი მიბაძვით შენ თვითონ ხდები სხვებისთვის მისაბაძი.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 21 რა თქმა უნდა დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც სამაგალითონი და მისაბაძები არიან. ესენი შეიძლება იყვნენ: მშობლები, საკუთარი და-ძმები, სულიერად ძლიერი ქრისტიანები ან სხვები, ვისაც პირადად იცნობ ან ვის შესახებაც წაგიკითხავს.

^ აბზ. 32 შეგიძლია პირიქითაც გააკეთო. პირველად შეგიძლია ამოარჩიო ადამიანი, რომლის მიბაძვაც გინდა და შემდეგ დაუსვა საკუთარ თავს ასეთი შეკითხვა: განსაკუთრებით რომელი თვისება მომწონს მასში? ამის შემდეგ ის შეგიძლია გაიხადო მისაბაძ მაგალითად.

[ჩანართი 21 გვერდზე]

რატომ უნდა გიკარნახონ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებმა, როგორ იცხოვრო და როგორი ადამიანი იყო?

[ჩარჩო/სურათები 22, 23 გვერდებზე]

შენი თანატოლები ამბობენ

ლაილა — მე მყავს ერთი მეგობარი სანდრა, რომელიც ყველა საკითხს დადებითად უყურებს. ბიბლიაც კარგად იცის. ამიტომ პრობლემიდან გამოსავალს ადვილად პოულობს. რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს, შემიძლია ნებისმიერ დროს თამამად ვენდო.

ტერანსი — ჩემი მეგობრები კელი და დევიდი ყოველთვის ითვალისწინებენ სხვის გრძნობებს. ისინი ყოველთვის მზად არიან სხვების დასახმარებლად და შეუძლიათ, თავიანთი საქმე გადადონ და სხვისი საქმე გააკეთონ. კელი და დევიდი სამაგალითოები არიან ჩემთვის.

ემალინი — ჩემთვის მისაბაძი მაგალითი დედაჩემია. მას კარგად ესმის ბიბლიური საკითხები და ყოველთვის ეძებს შესაძლებლობებს, ესაუბროს სხვებს თავის რწმენაზე. მთელი არსებით აქვს შეგნებული, რომ მსახურება დიდი პატივია და არა ტვირთი. ის მართლა მისაბაძია ჩემთვის!

[ჩარჩო 23 გვერდზე]

დამატებითი ცნობები

გინდა კარგი მისაბაძი მაგალითების პოვნა? წაიკითხე ებრაელების მე-11 თავი და ამოირჩიე იქ ნახსენები ერთ-ერთი ადამიანი. გამოიკვლიე ამ ადამიანის ცხოვრება, რათა მიჰბაძო მას დადებით თვისებებში.

უფრო მეტი მაგალითების ნახვა შეგიძლია წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, პირველ და მეორე ტომში, უკანა ყდების შიდა გვერდებზე მოცემულ საძიებლებში „სამაგალითო ადამიანები“.

[ჩარჩო 23 გვერდზე]

გაიგე შენი მშობლების აზრი

ჰკითხე მშობლებს, ვინ იყვნენ მათთვის მისაბაძი მაგალითები ახალგაზრდობაში და ვინ არიან ახლა. რაში ეხმარება მათ ეს?