არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲘᲛᲡᲣᲑᲣᲥᲝᲗ ᲡᲢᲠᲔᲡᲘ

თქვენც ხომ არ განიცდით სტრესს?

თქვენც ხომ არ განიცდით სტრესს?

„სტრესს მეტ-ნაკლებად ყველა განიცდის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ჩემს პრობლემებს ბოლო არ უჩანს. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ არაერთი წელია, ავადმყოფ მეუღლეს ვუვლი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობაც აქვს“ (ჯილი). a

„ცოლმა მიმატოვა. მარტოს ორი შვილის აღზრდა ძალიან გამიჭირდა. სამსახურიც დავკარგე. მანქანის შეკეთების ფულიც კი არ მქონდა. არ ვიცოდი, რა მეღონა. მეტის ატანა აღარ შემეძლო. მესმოდა, რომ თავი არ უნდა მომეკლა. ჩემს ტანჯვას წერტილი რომ დასმოდა, ღმერთს სიკვდილს ვთხოვდი“ (ბარი).

თქვენც ხომ არ გეუფლებათ ზოგჯერ ისეთი გრძნობა, რომ სტრესს ვეღარ უძლებთ? თუ ასეა, ვიმედოვნებთ, ეს ჟურნალი სტრესის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. მომდევნო სტატიებში განხილულია, რა იწვევს სტრესს, როგორ აისახება ჩვენზე და როგორ შეგვიძლია მისი შემსუბუქება.

a სახელები შეცვლილია.