არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 4

რატომ დაკარგეს მათ სამოთხე?

რატომ დაკარგეს მათ სამოთხე?

ნახე, რა მოხდა! ადამი და ევა ედემის ლამაზი ბაღიდან გამოყარეს. ნეტავ, რატომ?

ისინი ძალიან ცუდად მოიქცნენ და იეჰოვამ დასაჯა. იცი, რა ჩაიდინეს მათ?

ადამი და ევა ღმერთს ეურჩნენ. მათ ბაღის ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეეძლოთ ერთის გარდა, რადგან ღმერთმა გააფრთხილა ისინი, რომ მოკვდებოდნენ, თუ აკრძალული ხის ნაყოფს შეჭამდნენ. ეს ხე იეჰოვასი იყო. შენც ხომ იცი, რომ სხვისი ნივთების აღება არ შეიძლება. მოდი გავიგოთ, რა მოხდა მაშინ?

ერთ დღეს, როცა ევა მარტო იყო ბაღში, გველი გამოელაპარაკა. მან ევას უთხრა, რომ აკრძალული ხის ნაყოფი ეჭამა. მაგრამ იეჰოვას გველი ლაპარაკის უნარით არ შეუქმნია. მის ნაცვლად ვიღაც სხვა ლაპარაკობდა. ვინ იყო ის?

ის არ იყო ადამი. ის უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი იმ ქმნილებათაგანი, რომლებიც იეჰოვამ დედამიწის შექმნამდე დიდი ხნით ადრე შექმნა. ეს ქმნილებები ანგელოზები არიან. ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ერთ-ერთი ანგელოზი ძალიან გაამაყდა. ის ფიქრობდა, რომ ღმერთის მსგავსად ისიც მმართველი უნდა ყოფილიყო. მას სურდა, ხალხი მას დამორჩილებოდა და არა იეჰოვას. გველი სწორედ მან აალაპარაკა.

ანგელოზმა შეძლო ევას მოტყუება. ევამ დაიჯერა, რომ ნაყოფს თუ შეჭამდა, ღვთის მსგავსი გახდებოდა. ეს ნაყოფი მან ადამსაც აჭამა. ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს. სწორედ ამიტომ გაყარა ღმერთმა ადამი და ევა ამ მშვენიერი ბაღიდან.

მაგრამ დადგება დრო, როცა ღმერთი მთელ დედამიწას ედემის მშვენიერ ბაღად გადააქცევს. მოგვიანებით წაიკითხავ, როგორ შეგიძლია შენც მიიღო ამაში მონაწილეობა. ახლა გავიგოთ, რა დაემართათ ადამსა და ევას.