არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 12

ბაბილონის კოშკი

ბაბილონის კოშკი

გავიდა წლები. ნოეს ვაჟებს შვილები ეყოლათ. ისინი გაიზარდნენ და მათაც ეყოლათ შვილები. დედამიწაზე უკვე უამრავი ადამიანი ცხოვრობდა.

მათ შორის იყო ნოეს შვილთაშვილი ნიმროდი. ის ბოროტი კაცი იყო და ხოცავდა ცხოველებსა და ადამიანებს. მან თავი მეფედ გამოაცხადა. ღმერთს არ მოსწონდა ნიმროდი.

მაშინ ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობდა. ნიმროდს არ სურდა, ხალხი დედამიწაზე გაფანტულიყო, რადგან ვეღარ იბატონებდა მათზე. იცი, რა გააკეთა მან? მან უთხრა ხალხს, აეშენებინათ დიდი კოშკი და ქალაქი. ნახე, როგორ ამზადებენ აგურებს.

იეჰოვა ღმერთს არ მოეწონა ეს ჩანაფიქრი. მას უნდოდა, ხალხი მთელ დედამიწაზე დასახლებულიყო. მაგრამ მათ თქვეს: ‘მოდი, ავაშენოთ ქალაქი და დიდი კოშკი, რომ ცას მისწვდეს და სახელი გავითქვათ!’ მათ საკუთარი თავის განდიდება უნდოდათ და არა ღვთის.

ამიტომ ღმერთმა მათ კოშკის მშენებლობა შეაწყვეტინა. იცი, როგორ? მან ხალხი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა. მათ ერთმანეთის აღარ ესმოდათ. ამიტომ ამ ქალაქს ბაბილონი დაარქვეს, რაც „არევ-დარევას“ ნიშნავს.

ხალხი ბაბილონიდან გაიფანტა. სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ჯგუფები დედამიწის სხვადასხვა ნაწილში დასახლდნენ.