არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 27

ეგვიპტის ბოროტი მმართველი

ეგვიპტის ბოროტი მმართველი

ეს კაცები ხალხს იძულებით ამუშავებენ. ნახე, როგორ შოლტავს ეს კაცი მუშას! მუშები იაკობის შთამომავლები, ისრაელები არიან, ზედამხედველები კი — ეგვიპტელები. ისრაელები ეგვიპტელების მონები გახდნენ. როგორ მოხდა ეს?

მრავალი წლის მანძილზე იაკობის დიდი ოჯახი ეგვიპტის მიწაზე მშვიდობიანად ცხოვრობდა. იოსები, რომელიც ეგვიპტეში მეორე კაცი იყო, ზრუნავდა მათზე. მაგრამ იოსები მოკვდა, ახალ ფარაონს კი ისრაელები არ უყვარდა.

ამ ბოროტმა ფარაონმა ისრაელები დაიმონა. მათ ზედამხედველებად ბოროტი და სასტიკი კაცები დაუყენა. ისინი აიძულებდნენ ისრაელებს, მძიმედ ეშრომათ და ფარაონისთვის ქალაქები აეშენებინათ. მძიმე შრომის მიუხედავად, ისრაელები რიცხობრივად უფრო და უფრო მრავლდებოდნენ. ეგვიპტელებს შეეშინდათ, რომ ისინი მეტისმეტად გამრავლდებოდნენ და გაძლიერდებოდნენ.

იცი, რა გააკეთა ფარაონმა? ქალებს, რომლებიც ისრაელ დედებს მშობიარობის დროს ეხმარებოდნენ, მან უთხრა: ‘მოკალით ყველა ახალდაბადებული ბიჭი’. მაგრამ ისინი კარგი ქალები იყვნენ და ბავშვებს არ კლავდნენ.

ამიტომ ფარაონმა თავის ხალხს უბრძანა: ‘დახოცეთ ისრაელთა ახალდაბადებული ბიჭები! მხოლოდ გოგოები დატოვეთ ცოცხლები’. რა სისასტიკეა! ვნახოთ, როგორ გადარჩა ერთი ახალშობილი ბიჭი.