არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 34

უჩვეულო საკვები

უჩვეულო საკვები

იცი, რას აგროვებს ხალხი? ის თრთვილს ჰგავს, თეთრია, წვრილი და ფხვიერი. მაგრამ ის თრთვილი კი არა, საკვებია.

ეგვიპტის დატოვებიდან მხოლოდ ერთი თვე გავიდა. ისრაელები უდაბნოში არიან, სადაც თითქმის არაფერი იზრდება, ამიტომ ხალხი წუწუნებს: ‘ჯობდა, იეჰოვას ეგვიპტეში დავეხოცეთ. იქ ყველანაირი საჭმელი გვქონდა, რაც გვინდოდა’.

ამიტომ იეჰოვა ეუბნება მათ: ‘წვიმასავით მოგივლენთ ციდან საჭმელს’. ის ასეც მოიქცა. მეორე დღეს, როცა ისრაელებმა ნახეს ეს თეთრი საჭმელი, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ‘ეს რა არის?’

მოსემ უთხრა ხალხს: ‘ეს არის საჭმელი, რომელიც იეჰოვამ მოგცათ’. ხალხმა მას მანანა უწოდა. მას თაფლიანი კვერის გემო ჰქონდა.

‘თითოეულმა იმდენი აიღეთ, რამდენსაც შეჭამთ’, — უთხრა მოსემ ხალხს. ამიტომ ისინი ყოველ დილით აგროვებდნენ მანანას. შუადღის მცხუნვარე მზეზე დარჩენილი მანანა დნებოდა.

მოსემ გააფრთხილა ისინი: ‘არ შეინახოთ მანანა მეორე დღისთვის’. მაგრამ ზოგმა არ დაუჯერა და იცი, რა მოხდა? მეორე დღისთვის შენახულ მანანას მატლი დაესია და აყროლდა!

იეჰოვამ უთხრა ისრაელებს, რომ კვირის მეექვსე დღეს ორჯერ მეტი მანანა შეეგროვებინათ და შეენახათ მომდევნო დღისთვის, რადგან მეშვიდე დღეს საკვებს არ მისცემდა. როცა მათ შეინახეს მანანა მეშვიდე დღისთვის, მას არც მატლი დასევია და არც აყროლებულა! სასწაულია, არა?!

უდაბნოში ყოფნის დროს იეჰოვა ისრაელებს მანანით კვებავდა.