არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 5

ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმის გალავნის აღდგენამდე

ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმის გალავნის აღდგენამდე

ბაბილონის ტყვეობაში ისრაელების რწმენა მრავალჯერ გამოიცადა. შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა ისინი სიკვდილს. მოგვიანებით მიდიელებმა და სპარსელებმა ბაბილონი დაამარცხეს. დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს. ღმერთმა ლომებს პირები აუკრა და დანიელი სიკვდილს გადაარჩინა.

ბოლოს სპარსეთის მეფე კიროსმა ისრაელები ტყვეობიდან გაათავისუფლა. ისინი ზუსტად 70 წლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში და მალევე იეჰოვას ტაძრის აგებას შეუდგნენ. მაგრამ მტრებმა ხელი შეუშალეს, ამიტომ ტაძრის მშენებლობა მათ იერუსალიმში დაბრუნებიდან დაახლოებით 22 წლის შემდეგ დაასრულეს.

ტაძრის მშენებლობის დამთავრებიდან 47 წლის შემდეგ იერუსალიმში გაემგზავრა ეზრა, რომელსაც იეჰოვას ტაძარი უნდა შეემკო. 13 წლის შემდეგ ისრაელებს იერუსალიმის გალავნის აღდგენაში ნეემია დაეხმარა. მეხუთე ნაწილი მოიცავს 152-წლიან პერიოდს.

 

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 77

მათ თაყვანი არ სცეს კერპს

დაიცვა ღმერთმა სამი ერთგული ახალგაზრდა გავარვარებული ღუმელში?

მოთხრობა 78

წარწერა კედელზე

წინსწარმეტყველმა დანიელმა საიდუმლო სიტყვები ახსნა.

მოთხრობა 79

დანიელი ლომების ხაროში

დანიელს სიკვდილი მიუსაჯეს. შეეძლო მას თავის აერიდებინა სასჯელისთვის?

მოთხრობა 80

ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნება

სპარსეთის მეფე კიროსმა პირველად წინასწარმეტყველება მაშინ შეასრულა, როდესაც ბაბილონი დაიპყრო, ხოლო მეორეს, როდესაც ისრაელები ბაბილონიდან გაუშვა.

მოთხრობა 81

ღმერთზე მინდობილნი

ისრაელებმა ადამიანის მიერ შედგენილი კანონი დაარღვიეს იმისათვის, რომ ღმერთს დამორჩილებოდნენ. აკურთხა ისინი ღმერთმა ამისთვის?

მოთხრობა 82

მორდოქაი და ესთერი

დედოფალი ვაშლი ულამაზესი იყო, მაგრამ მეფე ახაშვეროშმა მის მაგივრად ესთერი დასვა დედოფლად. რატომ მოიქცა მეფე ასე?

მოთხრობა 83

იერუსალიმის გალავანი

მშენებლობისას მუშებს თან მახვილი უნდა ჰქონოდათ დღე და ღამ.