არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 6

იესოს დაბადებიდან მის სიკვდილამდე

იესოს დაბადებიდან მის სიკვდილამდე

ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა მშვენიერ ახალგაზრდა ქალთან, მარიამთან. ამ ანგელოზმა მარიამს უთხრა, რომ შეეძინებოდა ვაჟი, რომელიც მარადიულად იმეფებდა. ეს ბავშვი, რომელსაც იესო დაარქვეს, ბოსელში დაიბადა, სადაც ის მწყემსებმა მოინახულეს. მოგვიანებით ვარსკვლავმა აღმოსავლეთიდან ასტროლოგები მიიყვანა ბავშვთან. ჩვენ გავიგებთ, ვინ დაანახვა მათ ეს ვარსკვლავი და როგორ გადაურჩა პატარა იესო სიკვდილს.

ასევე გავიგებთ, როგორ ესაუბრებოდა 12 წლის იესო ტაძარში ღვთის კანონის მასწავლებლებს. ამ შემთხვევიდან 18 წლის შემდეგ იესო მოინათლა და დაიწყო სამეფოს შესახებ ქადაგება და სწავლება, რისთვისაც ის ღმერთმა დედამიწაზე გამოგზავნა. სამქადაგებლო საქმიანობაში დასახმარებლად იესომ 12 მამაკაცი აირჩია და მათ მოციქულები უწოდა.

იესომ ბევრი სასწაულიც მოახდინა. მან ათასობით ადამიანი დააპურა რამდენიმე თევზითა და პურით. ის კურნავდა ავადმყოფებს და აღადგენდა მკვდრებს. მოგვიანებით გავიგებთ, რა შეემთხვა იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო დღეებში და როგორ მოკლეს ის. იესომ სამწელიწად-ნახევარი იქადაგა, ამიტომ მეექვსე ნაწილი დაახლოებით 34-წლიან პერიოდს მოიცავს.

 

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 84

მარიამს ანგელოზი გამოეცხადა

ანგელოზმა მარიამს ღვთის ცნობა გადასცა. მარიამი ბავშვს გააჩენდა, რომელიც მარადიულად იმეფებდა.

მოთხრობა 85

იესო ბოსელში დაიბადა

რატომ დაიბადა მომავალი მეფე ბოსელში?

მოთხრობა 86

ვარსკვლავის კვალდაკვალ

ვის მიიყვანა ასტროლოგები იესომდე? ამ კითხვაზე პასუხმა შეიძლება გაგაკვირვოთ.

მოთხრობა 87

პატარა იესო ტაძარში

იესო ს ცოდნის ტაძარში მასწავლებლები გაოცებულები იყვნენ.

მოთხრობა 88

იესოს ნათლობა

იოანე ცოდვილებს ნათლავდა, მაგრამ იესოს ცოდვა არ ჩაუდენია? რატომ მონათლა იოანემ იესო?

მოთხრობა 89

ვაჭრების ტაძრიდან გაძევება

იესოს სიბრაზის დროს სინამდვილეში სიყვარული გამოავლინა.

მოთხრობა 90

იესო და სამარიელი ქალი

როგორ შეეძლო იესოს მიერ მიცემულ წყალს დახმარებოდა ქალს, რომ მას არასოდეს მოწყურებოდა?

მოთხრობა 91

იესო მთაზე ქადაგებს

მთაზე ქადაგების დროს იესომ მრავალი რამ ასწავლა ხალხს.

მოთხრობა 92

იესომ მკვდრები გააცოცხლა

ღვთის ძალით იესომ ორი უბრალო სიტყვა თქვა და იაიროსის გოგონა გააცოცხლა.

მოთხრობა 93

უამრავი ადამიანის დაპურება

რა დაამტკიცა იესომ იმით, რომ სასწაულებრივად დააპურა ათასობით ადამიანი?

მოთხრობა 94

იესო და ბავშვები

იესომ მოციქულებს ასწავლა, რომ არა მარტო ბავშვების შესახებ ესწავლათ, არამედ ბავშვებისგანაც ესწავლათ გაკვეთილი.

მოთხრობა 95

კარგი მასწავლებელი

კეთილი სამარიელის შემთხვევა იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ ასწავლიდა იესო.

მოთხრობა 96

იესო კურნავდა ავადმყოფებს

რატომ ახდენდა იესო სასწაულებს?

მოთხრობა 97

იერუსალიმში მეფესავით შესვლა

იესოს უამრავი ადამიანი ხვდება გზად, თუმა ეს ბევრს არ მოსწონს.

მოთხრობა 98

ზეთისხილის მთაზე

იესომ თავის ოთხ მოციქულს უთხრა თუ რა მოხდებოდა ჩვენს დროში.

მოთხრობა 99

ზემოთა ოთახში

რატომ უთხრა იესომ მოწაფეებს ყოველწლიურად აღენიშნათ ეს განსაკუთრებული ვახშამი?

მოთხრობა 100

იესო გეთსემანეს ბაღში

რატომ გაყიდა იუდამ იესო კოცნით?

მოთხრობა 101

იესოს სიკვდილი

ძელზე ყოფნისას იესო სამოთხის შესახებ დაჰპირდა ადამიანს.