არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 8

ბიბლიის წინასწარმეტყველება შესრულდება

ბიბლიის წინასწარმეტყველება შესრულდება

ბიბლია არა მხოლოდ იმის შესახებ მოგვითხრობს, რაც წარსულში მოხდა, არამედ იმასაც გვიამბობს, რაც მომავალში მოხდება. ვინაიდან ადამიანს მომავლის წინასწარმეტყველება არ შეუძლია, ვრწმუნდებით, რომ ბიბლია ღვთისგანაა. რას ამბობს ბიბლია მომავლის შესახებ?

ბიბლიაში ლაპარაკია ღვთის დიდი ომის შესახებ. ამ ომში ღმერთი განწმენდს დედამიწას ბოროტებისა და ბოროტი ადამიანებისგან, თავის მსახურებს კი დაიცავს. ღვთის მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე იზრუნებს, რომ ღვთის მსახურებმა გაიხარონ მშვიდობითა და ბედნიერებით, აღარასოდეს გახდნენ ავად და არ მოკვდნენ.

ხომ გაგვიხარდება, რომ ღმერთი დედამიწას სამოთხედ გადააქცევს? სამოთხეში რომ ვიცხოვროთ, საჭიროა ჩვენც გავაკეთოთ რაღაც. ამ წიგნის ბოლო მოთხრობიდან გავიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ იმ ყველაფრით გავიხაროთ, რასაც ღმერთი თავის მსახურებს უმზადებს. წაიკითხე მერვე ნაწილი და გაიგე, რას ამბობს ბიბლია მომავალზე.

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 114

ბოროტების აღსასრული

რისთვის აგზავნის ღმერთი იესოს ლაშქრით არმაგედონის ომში?

მოთხრობა 115

სამოთხე დედამიწაზე

სამოთხე კვლავ იარსებებს დედამიწაზე.

მოთხრობა 116

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარადიულად ვიცოცხლოთ?

საკმარისია მხოლოდ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს გაცნობა?