არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 115

სამოთხე დედამიწაზე

სამოთხე დედამიწაზე

შეხედე, რა მაღალი ხეები, ლამაზი ყვავილები და დიდი მთებია. მართლაც მშვენიერია, არა? ნახე, პატარა ბიჭი ირემს აჭმევს, ლომები და ცხენები კი ერთად არიან მდელოზე. გინდა, ასეთ ადგილას იცხოვრო?

ღმერთს უნდა, რომ შენ მარადიულად იცხოვრო სამოთხეში დედამიწაზე. მას არ სურს, ისეთ ტკივილებს განიცდიდე, როგორსაც დღეს მრავალი ადამიანი განიცდის. აი რას ჰპირდება ბიბლია მათ, ვინც სამოთხეში იცხოვრებს: ‘ღმერთი მათთან იქნება. აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო’.

იესო იზრუნებს, რომ ეს შესანიშნავი დანაპირები შესრულდეს. იცი, როდის მოხდება ეს? მას შემდეგ, რაც იესო გაწმენდს დედამიწას ბოროტებისა და ბოროტი ადამიანებისგან. გაიხსენე, როცა დედამიწაზე იყო, იესო კურნავდა ყველანაირ ავადმყოფობას და მკვდრებსაც კი აცოცხლებდა. ამით იესომ ცხადყო, რას გააკეთებდა მთელ დედამიწაზე, როცა ღვთის სამეფოს მეფე გახდებოდა.

მხოლოდ წარმოიდგინე, რა შესანიშნავი იქნება სამოთხე დედამიწაზე! იესომ სხვებიც აირჩია, რომ მასთან ერთად იმეფონ ზეცაში. ეს მეფეები იზრუნებენ დედამიწის მცხოვრებლებსა და მათ ბედნიერებაზე. მოდი გავიგოთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა სამოთხეში მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოოს.