არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პროლოგი

პროლოგი

ძვირფასო მკითხველო,

გრძნობ ღმერთთან სიახლოვეს? მრავალი ადამიანის აზრით, ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. ზოგი შიშობს, რომ ადამიანებისგან მას მეტისმეტად შორს უჭირავს თავი. ზოგს კი გადაწურული აქვს იმის იმედი, რომ ოდესმე ღმერთთან დაახლოების ღირსი გახდება. მიუხედავად ამისა, ბიბლია სიყვარულით მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). ის აღუთქვამს კიდეც თავის თაყვანისმცემლებს: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები!“ (ესაია 41:13).

როგორ მივაღწიოთ ღმერთთან ასეთ ახლო ურთიერთობას? როცა ვინმესთან სამეგობროდ მტკიცე ურთიერთობას ვამყარებთ, საჭიროა, ვიცნობდეთ მას, გვხიბლავდეს და ვაფასებდეთ მის თვისებებს. ასე რომ, ბიბლიიდან ცოდნის მიღება ღვთის თვისებებისა და საქმეების შესახებ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ ღრმად ჩავუფიქრდებით, როგორ ავლენს იეჰოვა თავის თითოეულ თვისებას, აგრეთვე თუ დავუფიქრდებით, რამდენად სრულყოფილად აირეკლა იესო ქრისტემ თავისი მამის თვისებები და თუ გავაანალიზებთ, ჩვენ როგორღა განვივითაროთ ეს თვისებები, უფრო მეტად დავუახლოვდებით ღმერთს. დავინახავთ, რომ იეჰოვა სამყაროს კანონიერი მფლობელი და სრულყოფილი ხელისუფალია. უფრო მეტიც, ის არის მამა, რომელიც ყოველ ჩვენგანს სჭირდება. ძლევამოსილი, სამართლიანი, ბრძენი და მოსიყვარულეა და არასოდეს მიატოვებს თავის ერთგულ შვილებს.

ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ ამ წიგნმა კიდევ უფრო დაგაახლოვოს იეჰოვა ღმერთთან და მასთან მტკიცე ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმაროს, რათა მარადიულად შეასხა მას ხოტბა.

გამომცემლები