სიმღერა 117
ვიყოთ განსწავლულნი
1. იეჰოვა ღმერთი წმინდა სულით გვიხმობს,
ვისწავლოთ, სიცოცხლის წყალი შევსვათ.
ის უზრუნველგვყოფს მითითებებით.
ჭეშმარიტებისთვის მწყურვალს კვებავს.
2. არ მივატოვოთ შეხვედრებზე დასწრება,
რადგან გვჭირდება სწავლა სიმართლის.
ღვთის წმინდა სული, ყოფნა და-ძმებთან ძალას გვმატებს,
ვიაროთ სინათლით.
3. ღვთის მადიდებელთა სიმღერა გვამხნევებს,
ტკბილი ხმა აქვს, ვინც განისწავლება.
მოდი დავესწროთ მათ შესაკრებელს,
რომ მარადიულად ვიყოთ ერთად.
(იხილეთ აგრეთვე ებრ. 10:24, 25; გამოცხ. 22:17)