არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 9

ადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი!

ადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი!

(ფსალმუნი 145:12)

1. ადიდეთ იეჰოვა და

მის სახელს აცნობდეთ ყველას,

დასჭექეთ! გააფრთხილეთ, რომ

მისი დიდი დღე ახლოვდება!

ღმერთმა ბრძანა, რომ მხოლოდშობილი

ძე მან უკვე გაამეფა;

უქადაგეთ ყველას, რომ ღმერთი მათ

მრავალ კურთხევას ჰპირდება.

(მისამღერი)

ადიდეთ იეჰოვა და

გააცხადეთ მისი დიდება!

2. ადიდეთ იეჰოვა და

უმღერეთ მის სახელს ქება,

მთელი გულით, გაბედულად,

გავაცხადოთ მისი დიდება!

ღვთის დიად საქმეებში ჩანს მისი

სიკეთე და თავმდაბლობა,

როცა ვლოცულობთ, გვისმენს და ავლენს

სიყვარულსა და წყალობას.

(მისამღერი)

ადიდეთ იეჰოვა და

გააცხადეთ მისი დიდება!

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 89:27; 105:1; იერ. 33:11)