არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 10

„მე წავალ! მე გამგზავნე!“

„მე წავალ! მე გამგზავნე!“

(ესაია 6:8)

1. დღეს ბევრი ლანძღავს და არცხვენს

ღმერთის სამართლიან სახელს,

სასტიკ ან სუსტ ღმერთად თვლიან,

ან „არ არის“ — გაჰყვირიან.

მაშ, ვინ წმინდაჰყოფს ღვთის სახელს,

ვინ უმღერებს სადიდებელს?

მე წავალ, ღმერთო, გამგზავნე,

სიმღერით გიძღვნი ქებას შენ!

(მისამღერი)

ჩავთვლი ძალზე დიდ პატივად, მე

თუ წარმგზავნი, მიმავლენ.

2. ხალხი ღვთის შიშით არ ცხოვრობს,

დასცინის ღმერთს, რომ არ ჩქარობს.

ზოგი თაყვანს სცემს ქვის კერპებს,

ზოგი მმართველებს აღმერთებს.

ვინ ეტყვის ბოროტს სიმართლეს,

რომ ღვთის ომი არ აყოვნებს?!

მე წავალ, ღმერთო, გამგზავნე

და უშიშრად განგაშს ავტეხ!

(მისამღერი)

ჩავთვლი ძალზე დიდ პატივად, მე

თუ წარმგზავნი, მიმავლენ.

3. დღეს გამრავლდა ბოროტება,

თვინიერი იჩაგრება,

წრფელ გულს სურს ჭეშმარიტება,

რომ იგრძნოს ნამდვილი შვება.

ვინ ანუგეშებს თავმდაბლებს?

ვინ აპოვნინებს სიმართლეს?

მე წავალ, ღმერთო, გამგზავნე

და განვასწავლი თავმდაბლებს!

(მისამღერი)

ჩავთვლი ძალზე დიდ პატივად, მე

თუ წარმგზავნი, მიმავლენ.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 10:4; ეზეკ. 9:4)