არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 77

იყავი მიმტევებელი

იყავი მიმტევებელი

(ფსალმუნი 86:5)

1. ჩვენთვის გამოგზავნა ძე თავად იეჰოვამ,

ცოდვების მისატევებლად, სიკვდილის მოსასპობად

ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე და მისი სახელით ღმერთს

ვთხოვოთ პატიება, თუ ჩვენ გულწრფელად ვინანიებთ.

2. ღვთის წყალობას ვიღებთ, რადგან მუდამ ვბაძავთ ღმერთს.

სხვები გვიყვარს, მივუტევებთ და თანაგრძნობას ვავლენთ.

თუ ვპატიობთ ერთმანეთს და წყენის მოშორება გვსურს,

ასე პატივს ვცემთ ჩვენს და-ძმებს, ვავლენთ ნამდვილ სიყვარულს.

3. თუ ჩვენ ვავითარებთ ნამდვილ გულმოწყალებას,

ეს აგვაშორებს სიძულვილს და აგვაშორებს წყენას.

უსაზღვრო სიყვარულის ღმერთს, იეჰოვას მივბაძოთ.

ვიყოთ მიმტევებლები და ასე ღმერთს დავემსგავსოთ.

(იხილეთ აგრეთვე მათ. 6:12; ეფეს. 4:32; კოლ. 3:13)