სიმღერა 14
ვქმნი ყოველივე ახალს
1. დროის ნიშანი ამტკიცებს, რომ ტახტზე
დიდებით დაჯდა იეჰოვას ძე.
მან ზეცაში ჰპოვა გამარჯვება,
მიწაზეც შესრულდება ღვთის ნება.
(მისამღერი)
ღვთის კარავი არის ხალხთან
და ის დამკვიდრდება მათთან.
იქ აღარ იქნება სიკვდილი,
გლოვა, გოდება და ტკივილი.
ღმერთმა თქვა: „ვქმნი ყოველივე ახალს“,
გვაძლევს სარწმუნო აღთქმას.
2. შეხედეთ კრავის ბრწყინვალე პატარძალს,
ღვთის წმინდა იერუსალიმს, ახალს.
ის შეიმოსა ძვირფასი ქვებით,
აქვს იეჰოვას შუქი, ნათელი.
(მისამღერი)
ღვთის კარავი არის ხალხთან
და ის დამკვიდრდება მათთან.
იქ აღარ იქნება სიკვდილი,
გლოვა, გოდება და ტკივილი.
ღმერთმა თქვა: „ვქმნი ყოველივე ახალს“,
გვაძლევს სარწმუნო აღთქმას.
3. კარიბჭე სულ ღია ექნება ქალაქს,
სამართლიანს ხალხის გასახარად.
ივლიან ერები ღვთის სინათლით.
მაშ, ღვთის მსახურნო, იარეთ ამ გზით!
(მისამღერი)
ღვთის კარავი არის ხალხთან
და ის დამკვიდრდება მათთან.
იქ აღარ იქნება სიკვდილი,
გლოვა, გოდება და ტკივილი.
ღმერთმა თქვა: „ვქმნი ყოველივე ახალს“,
გვაძლევს სარწმუნო აღთქმას.
(იხილეთ აგრეთვე მათ. 16:3; გამოცხ. 12:7—9; 21:23—25)