არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 7

ქრისტიანული მიძღვნა

ქრისტიანული მიძღვნა

(ებრაელები 10:7, 9)

1. სამყარო შესანიშნავი

იეჰოვამ შექმნა,

დედამიწა და ცა არის

მისი საკუთრება.

მან მისცა სიცოცხლის სუნთქვა

თავის ხელთ ქმნილებას,

ამიტომ იმსახურებს ქებას,

ყველას თაყვანისცემას.

2. იესოს წყალში მონათვლით

სიმართლე აღსრულდა.

„მოვედი, შენი ნება ვქმნა“,

— ლოცვაში ღმერთს უთხრა.

იორდანედან ამოსვლით,

ის გახდა ცხებული.

ღვთის ძე მსახურობდა მორჩილად

და იყო ღვთის ერთგული.

3. იეჰოვა, შენთან მოსვლით

ვადიდებთ შენს სახელს,

საკუთარ თავს უარვყოფთ და

გიძღვნით ჩვენს სიცოცხლეს.

შენმა ძემ გამოგვისყიდა

ძალიან დიდ ფასად.

შენთვის ვცოცხლობთ და შენთვის ვკვდებით,

ვცხოვრობთ მიძღვნის თანახმად.

(იხილეთ აგრეთვე მათ. 16:24; მარ. 8:34; ლუკ. 9:23)