არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 18

ღვთის ურყევი სიყვარული

ღვთის ურყევი სიყვარული

(ესაია 55:1—3)

1. ღმერთია ერთგული,

ის არის სიყვარული,

მან ჩვენთვის ძე შესწირა,

ამ გზით გამოგვისყიდა,

რომ გვქონოდა სიმართლე,

ბედნიერი სიცოცხლე.

(მისამღერი)

მოდით, ყველა მწყურვალნო,

სიცოცხლის წყალი შესვით,

მიიღეთ უსასყიდლოდ,

დატკბით ღვთის სიკეთით.

2. ღმერთია ერთგული,

ის არის სიყვარული.

მან ქრისტე გაამეფა,

ამით ყველას აჩვენა,

რომ იცავს თავის აღთქმებს.

სამეფოც იშვა, ნახეთ!

(მისამღერი)

მოდით, ყველა მწყურვალნო,

სიცოცხლის წყალი შესვით,

მიიღეთ უსასყიდლოდ,

დატკბით ღვთის სიკეთით.

3. ღმერთია ერთგული,

ის არის სიყვარული,

ამიტომ მივბაძოთ ღმერთს,

დავეხმაროთ თავმდაბლებს,

ღვთის შიშით ვუქადაგოთ,

ნუგეში მივუტანოთ.

(მისამღერი)

მოდით, ყველა მწყურვალნო,

სიცოცხლის წყალი შესვით,

მიიღეთ უსასყიდლოდ,

დატკბით ღვთის სიკეთით.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 33:5; 57:10; ეფეს. 1:7)