არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 21

ბედნიერნი არიან გულმოწყალენი!

ბედნიერნი არიან გულმოწყალენი!

(მათე 5:7)

1. მოწყალე ბედნიერია,

ის ღვთის თვალში ძვირფასია,

სიმართლის მოქმედს ამცნობს, რომ

ღმერთს გულმოწყალება მოსწონს.

მან იესოს შემოწირვით

გაიღო გამოსასყიდი.

მოწყალეა თავმდაბლებთან,

იცის, რომ სუსტი ვართ ყველა.

2. მოწყალეებს აქვთ კურთხევა,

მათ ცოდვები მიეტევათ.

სარგებლობენ მოწყალებით,

რადგან ქრისტე ღვთის ტახტზე ზის.

გულმოწყალების შესახებ,

უქადაგებენ ახლა სხვებს,

ყველგან ეუბნებიან ხალხს:

„გამხნევდით, სამეფო მართავს!“

3. ღვთის მსგავსად თვინიერები

არიან გულმოწყალენი.

ღვთის სასამართლო დღეს — მალე,

მის სიყვარულს იხილავენ.

გულმოწყალებას ვესწრაფოთ,

ის ჩვენში განვავითაროთ.

ღმერთმა და ქრისტემ გვაჩვენეს,

რომ გვმართებს, მას ჩვენც ვავლენდეთ.

(იხილეთ აგრეთვე ლუკ. 6:36; რომ. 12:8; იაკ. 2:13)