არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 24

ჯილდოს მიაპყარით თვალი!

ჯილდოს მიაპყარით თვალი!

(2 კორინთელები 4:18)

1. როდესაც ბრმა დაინახავს,

ყრუს დაუბრუნდება სმენა,

უდაბნო აყვავილდება,

წყალი იქ უხვად იქნება.

როცა კოჭლი გაირბენს და

გლოვა წარსულს ჩაჰბარდება,

იხილავ ამ კურთხეულ დროს,

თუ რწმენით შეხედავ ჯილდოს.

2. როცა მუნჯი ისაუბრებს,

მიწა უხვ მოსავალს მოგვცემს,

იქ არავინ დაბერდება

და ყველა კარგად იქნება.

იქნება ბავშვთა სიმღერა,

მშვიდობა იმეფებს ყველგან

დაინახავ მკვდრებს აღდგენილს,

თუ შეხედავ ჯილდოს რწმენით.

3. როცა ხბო დათვთან იქნება,

შეჭამს მგელი კრავთან ერთად,

მათ ბიჭუნა გაუძღვება

და მის ხმას ყველა გაჰყვება.

იქ ცრემლი აღარ იქნება,

შიში წარსულს ჩაჰბარდება.

შეხედავ ღვთის ხელით მომხდარს,

თუ მის ჯილდოს მიაპყრობ თვალს.

(იხილეთ აგრეთვე ეს. 11:6—9; 35:5—7; იოან. 11:24)