არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 34

გავამართლოთ ჩვენი მოწოდება

გავამართლოთ ჩვენი მოწოდება

(ესაია 43:10—12)

1. იეჰოვა, მარადიული ღმერთი,

ძალას, სიყვარულს, სრულყოფილად ფლობს

არის ყოვლისშემძლე, სამართლიანი,

ჭეშმარიტების და სიბრძნის წყარო.

უზენაესო, შენ მმართველობ ცაში,

გვახარებს შენდამი მსახურება.

(მისამღერი)

პატივი გვაქვს, რომ ვართ შენი მოწმენი,

გვსურს გავამართლოთ ეს მოწოდება.

2. შენს ხალხს გვაერთიანებს მსახურება,

მშვიდობა და ძმური სიყვარული.

რადგან ვირეკლავთ შენს ჭეშმარიტებას,

ავსილი გვაქვს გული სიხარულით.

ვატარებთ შენს სახელს, ამიტომ ჩვენ გვსურს

ცხადი გავხადოთ შენი დიდება.

(მისამღერი)

პატივი გვაქვს, რომ ვართ შენი მოწმენი,

გვსურს გავამართლოთ ეს მოწოდება.

(იხილეთ აგრეთვე კან. 32:4; ფსალმ. 43:3; დან. 2:20, 21)