სიმღერა 35
ღვთის მოთმინებისთვის მადლიერნი
1. იეჰოვა, შენ ფლობ დიდ ძალას
და გვიცხადებ შენს სამართალს.
ვიცით, გულს გტკენს ბოროტება,
რაც დედამიწაზე ხდება.
ხალხი ფიქრობს, რომ შენ აყოვნებ,
თუმც ბოროტებას მოსპობ მალე.
გმადლობთ, რომ შენ ხარ მომთმენი,
შემოგყურებთ იმედით, რწმენით.
2. ათასი წელი შენთვის არის
ერთი დღე, როდესაც გადის.
შენი დღე გვიახლოვდება,
მოვა და არ დაყოვნდება.
ცოდვა და ბოროტება შენ გძულს,
მონანიება გიხარებს გულს.
წინ ვიყურებით იმედით,
გაქებთ და გემადლიერებით.
(იხილეთ აგრეთვე ლუკ. 15:7; 2 პეტ. 3:8, 9)