არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 42

„დაეხმარეთ უძლურებს“

„დაეხმარეთ უძლურებს“

(საქმეები 20:35)

1. ყველას გვახასიათებს სისუსტეები,

მაგრამ გვყავს იეჰოვა, მზრუნველი ღმერთი.

ის არის მოწყალე და მოსიყვარულე.

დაე ხალხს სიყვარულით მივცეთ ნუგეში.

2. თავის სისუსტეს პავლეც აღიარებდა,

სისხლით გამოგვისყიდა თვით ქრისტემ ყველა.

ღმერთი განამტკიცებს უძლურებს და სუსტებს.

ვიგრძნოთ მათი ტკივილი, ვინც დარდს ეძლევა.

3. გაკიცხვის ნაცვლად სუსტნი გავაძლიეროთ,

სიკეთით განვამტკიცოთ და გავამხნეოთ.

ვიყოთ ერთგულები, გულმოდგინეები

და ასე მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ.

(იხილეთ აგრეთვე 2 კორ. 11:29; ეს. 35:3, 4; გალ. 6:2)