არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 39

ჩვენი მშვიდობა

ჩვენი მშვიდობა

(იოანე 14:27)

1. ყველა განადიდებდეს ღმერთ იეჰოვას,

რომელიც ხალხს მოუტანს მუდმივ მშვიდობას.

გვყავს მშვიდობის მთავარიც, ქრისტე, რომელიც

იმარჯვებს და სიმართლით იბრძვის ყოველთვის.

2. ვივიწყებთ ბრაზს, ყვირილს, ჩხუბს, რაც მტრობას იწვევს.

მახვილებისგან უკვე ვჭედავთ სახნისებს,

თუ მშვიდობას ვესწრაფვით, ვაპატიოთ სხვებს.

ვიცხოვროთ, როგორც მართებთ იესოს მშვიდ „ცხვრებს“.

3. სიმართლის ნაყოფს ვიმკით — ღვთიურ მშვიდობას.

ვთხოვთ ღმერთს სიბრძნეს და არ ვწყვეტთ ამაზე ლოცვას.

დავკავდეთ სხვებზე ზრუნვით, თუ მოგვწონს ეს გზა,

რადგან მშვიდობა მოაქვს სამეფოს ყველგან.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 46:9; ეს. 2:4; იაკ. 3:17, 18)