არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 65

„ეს არის გზა“

„ეს არის გზა“

(ესაია 30:20, 21)

1. არსებობს სწორი გზა

უკვე დიდი ხანი,

ეს მშვიდობის გზა

თქვენ უკვე გაიცანით.

ამ გზის შესახებ

ისწავლეთ იესოსგან,

თავის სიტყვით მას გვაცნობს

თვით იეჰოვა.

(მისამღერი)

სიცოცხლისკენ მიდის ეს სწორი გზა,

ამიტომ არ გადახვიდეთ მისგან.

„ეს არის გზა“, — მას ამბობს ღვთის ხმა,

უკან არ იყუროთ, მიჰყევით მას.

2. ეს გზა არის გზა

სიყვარულის, ამიტომ

ყურადღებით წინ

ყურებაა საჭირო.

თავი გაგვაცნო და გზა

თავად გვაჩვენა

სიყვარულში შეუდარებელმა

ღმერთმა.

(მისამღერი)

სიცოცხლისკენ მიდის ეს სწორი გზა,

ამიტომ არ გადახვიდეთ მისგან.

„ეს არის გზა“, — მას ამბობს ღვთის ხმა,

უკან არ იყუროთ, მიჰყევით მას.

3. ღმერთი გვამცნობს,

რომ ეს არის სიცოცხლის გზა,

მასზე უკეთესს

ვერსად ვერ ვიპოვით სხვას.

ეს გზა ჩვენ გვაძლევს

მშვიდობას და სიცოცხლეს,

ამას ვაფასებთ და

ყოველთვის ვმადლობთ ღმერთს.

(მისამღერი)

სიცოცხლისკენ მიდის ეს სწორი გზა,

ამიტომ არ გადახვიდეთ მისგან.

„ეს არის გზა“, — მას ამბობს ღვთის ხმა,

უკან არ იყუროთ, მიჰყევით მას.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 32:8; 139:24; იგავ. 6:23)