არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 47

ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა

ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა

(გამოცხადება 14:6, 7)

1. დიდი ხანი სამეფოს ჭეშმარიტება დაფარული იყო, თუმც ის დღეს ცხადდება.

წყალობით, სიმართლით იეჰოვა ღმერთმა

კაცთა ცოდვილ მდგომარეობას მოხედა.

მან გვამცნო, რომ მისი ძე გამეფდებოდა, სამეფოს მმართველობა დაიბადებოდა,

პატარძალზე ღვთის ძე დაქორწინდებოდა,

რჩეულთა მცირე სამწყსო განდიდდებოდა.

2. წინასწარ გაცხადდა იეჰოვას ნება, რომ უნდა ემცნოს სამეფოს ცნობა ყველას.

ანგელოზნი მსახურობენ ჩვენთან ერთად,

დროულად აღმოგვიჩენენ დახმარებას.

ჩვენ გვაქვს პატივი და გვაქვს მოვალეობა,

წმინდავყოთ ღვთის სახელი და შევასხათ ხოტბა.

პატივი გვაქვს, ღვთის მოწმეები ვიყოთ და

ყველას ვამცნოთ ღვთის სასიხარულო ცნობა.

(იხილეთ აგრეთვე მარ. 4:11; საქ. 5:31; 1 კორ. 2:1, 7)