არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 115

ვიყოთ წარმატებულნი

ვიყოთ წარმატებულნი

(იესო ნავეს ძე 1:8)

1. სიამოვნებას გვანიჭებს

იეჰოვას სიტყვა.

იკითხეთ, დაფიქრდით მასზე

და მიჰყევით მის გზას.

დაე ჩვენი ნაბიჯები

წარმართოს ღვთის სიტყვამ.

(მისამღერი)

ღვთის სიტყვის კითხვით გექნებათ

მრავალი კურთხევა;

იეჰოვასთან სიარულს

მოაქვს წარმატება.

2. ისრაელ მეფეებს ჰქონდათ

ღვთისგან მითითება,

რომ ღვთის კანონი ეკითხათ

და გადაეწერათ,

ეს მათთვის აღმოჩნდებოდა

ცოდვისგან დამცველად.

(მისამღერი)

ღვთის სიტყვის კითხვით გექნებათ

მრავალი კურთხევა;

იეჰოვასთან სიარულს

მოაქვს წარმატება.

3. ღვთის სიტყვის კითხვით ნუგეში,

იმედი გვექნება,

ის მწუხარე გულს გვიმშვიდებს,

რწმენა გვიმტკიცდება.

ვინც კითხულობს ღვთის სიტყვას, ის

მოწიფული ხდება.

(მისამღერი)

ღვთის სიტყვის კითხვით გექნებათ

მრავალი კურთხევა;

იეჰოვასთან სიარულს

მოაქვს წარმატება.