არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 48

ყოველდღე ვიაროთ იეჰოვასთან

ყოველდღე ვიაროთ იეჰოვასთან

(მიქა 6:8)

1. ჩვენს საყვარელ ღმერთთან ერთად

ვივლით სულ ხელჩაკიდებულნი,

ღმერთი უხვ წყალობას ავლენს

მათ მიმართ ვინც მას ეძებს გულით.

იეჰოვამ იზრუნა, რომ

მის მძლავრ ხელს ჩავეჭიდოთ.

მხოლოდ მას მივუძღვნათ თავი

და მუდამ მის მხარეს ვიყოთ.

2. ახლა ამ ქვეყნიერების

აღსასრული გვიახლოვდება,

ზოგჯერ გვეშინია, რადგან

ბევრი გვეწინააღმდეგება.

მაგრამ იეჰოვა გვიცავს,

მაშ, ვიყოთ მასთან ახლოს,

სიყვარულით ვემსახუროთ

და არ დავშორდეთ არასდროს.

3. ღმერთი დახმარებას გვიწევს

თავისი სიტყვით, წმინდა სულით,

კრებით და ყოველთვის გვისმენს,

როცა ლოცვებს აღვავლენთ გულით.

იეჰოვა გვეხმარება,

სწორად მოვიქცეთ მუდამ,

მივბაძოთ მას სიკეთეში,

ვიაროთ მოკრძალებულად.

(იხილეთ აგრეთვე დაბ. 5:24; 6:9; 1 მეფ. 2:3, 4)