არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 49

იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი

იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი

(ფსალმუნი 91)

1. ვენდობით იეჰოვას

ჩვენს ღმერთს, თავშესაფარს.

მის ჩრდილქვეშ ვართ დაცულნი,

იქ დავრჩეთ მარადჟამს.

რადგან ის თავად დაგვიცავს,

შეგვიძლია ვენდოთ მის მკლავს.

ჩვენი კლდე, იეჰოვა,

მართალს აძლევს თავშესაფარს.

2. შენ გვერდით დაეცემა

ათასობით მტერი,

ერთგულთა შორის მუდამ

უსაფრთხოდ იქნები.

საშინელი დროც რომ დადგეს,

შიში არ აგაკანკალებს,

რადგან მას თუ შეხედავ,

ღვთის ფრთებქვეშ დაიმალები.

3. მახეებს განგარიდებს

ცხოვრებაში ღმერთი,

შიშის და დარდის გამო

არ წაბორძიკდები.

ლომიც კი ვერ შეგაშინებს

და კობრას ფეხს დააბიჯებ,

სულ გვიცავს იეჰოვა,

კლდე, თავშესაფარი ჩვენი.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 97:10; 121:3, 5; ეს. 52:12)