არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 50

ღმერთმა სიყვარულის ნიმუში მოგვცა

ღმერთმა სიყვარულის ნიმუში მოგვცა

(1 იოანე 4:19)

1. იეჰოვასგან დღეს გვაქვს მითითება,

რომ ყველა,

უკლებლად,

ღვთის სიყვარულის ნიმუშს ვბაძავდეთ და

ვიდგეთ მედგრად,

შეურყევლად.

მაშ, მივყვეთ ღვთის გზას, ძვირფასს და მიმზიდველს,

რომელიც კარგი საქმისკენ გვიბიძგებს,

რომელსაც მიჰყავს ხალხი მშვიდობისკენ.

სიყვარულით,

ღვთის სიყვარულით.

2. ძმების სიყვარულს ვსწავლობთ ღვთიურ გზაზე,

ჭეშმარიტს,

თბილს, ნამდვილს.

აღგვძრავს, რომ მხარში დავუდგეთ ერთმანეთს,

ჩვენი საქმით

და ყველაფრით.

სხვებს ვაპატიოთ მათი შეცდომები,

ვიყოთ თბილები, ნუგეშისმცემლები

და ავირეკლოთ მამის თვისებები,

სიყვარულით,

ღვთის სიყვარულით.

3. ღვთის სიყვარული აღგვძრავს, ვემსახუროთ

მხოლოდ მას

მარადჟამს,

ვართ მორჩილები და ყოველთვის გვსურს, რომ

ვუმღერდეთ მას

ხოტბას, ქებას.

ღვთის წმინდა სახელს ვაუწყებდეთ ყველას,

რომ დაინახონ ღვთის ჭეშმარიტება,

ძვირფასი გახდეს მათთვის მსახურება

სიყვარულით,

ღვთის სიყვარულით.

(იხილეთ აგრეთვე რომ. 12:10; ეფეს. 4:3; 2 პეტ. 1:7)