არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 73

მთელი გულით გიყვარდეთ

მთელი გულით გიყვარდეთ

(1 პეტრე 1:22)

1. სიყვარული გულში ჩნდება,

სადაც გრძნობები ღვივდება.

თანაგრძნობაც იბადება

ძმების მიმართ გულში.

საშუალება ვიპოვოთ,

რაც გულში გვაქვს, გამოვხატოთ

და ამგვარად, ღმერთს მივბაძოთ

გულწრფელ სიყვარულში.

ვართ სიტყვით, საქმეებით

უძლურებთან ხელგაშლილები.

ღვთიური თვისებები

გვამოძრავებს ყოველთვის.

ზრუნვას და პატივისცემას

ავლენდეს ჩვენი ცხოვრება

და ჩვენს ძმებთან ერთგულებას

მუდამ გავუფრთხილდებით.

დავრჩეთ ერთიანები.

2. ჩვენს სიყვარულს სუფთას, ძლიერს,

წყენა არ ახასიათებს,

ძმებს ვენდობით და ცუდ ეჭვებს

არ დავემონებით.

მეგობრობას ვავითარებთ,

ერთმანეთს მუდამ ვაფასებთ

ძალებს ერთად განვიახლებთ

ჩვენი შეხვედრებით.

ყოველდღე ყველა ვცდებით,

ზოგჯერ გულს გვტკენს ვინმეს სიტყვები,

ვიყოთ თანამგრძნობები,

ვინც ღმერთს უყვარს, მათ მიმართ.

ვიყოთ კარგი მეგობრები,

განვამტკიცოთ ეს კვანძები.

სიყვარული იყოს ჩვენი

უმთავრესი თვისება, ვადიდოთ ღმერთი ყველამ.

(იხილეთ აგრეთვე 1 პეტ. 2:17; 3:8; 4:8; 1 იოან. 3:11)