არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 75

ჩვენი სიხარულის მიზეზი

ჩვენი სიხარულის მიზეზი

(მათე 5:12)

1. ჩვენ გვაქვს სიხარული, რადგან ვფლობთ

სიმდიდრეს, რაც ნამდვილია —

ყველა ერის ხალხთა საუნჯეს,

რომლებიც გვიერთდებიან.

სიხარული მეფობს ჩვენს გულში,

რომელიც ღვთის სიტყვიდან გვაქვს.

ღვთის სიტყვას ვსწავლობთ ყოველდღე, რაც

გვაძლევს რწმენას ძლიერს და მყარს.

გულში სიხარული გვინთია,

როგორც მოგიზგიზე ცეცხლი.

იეჰოვა გვასწავლის, ვიყოთ

განსაცდელში მომთმენები.

(მისამღერი)

იეჰოვა არის ჩვენი

სიხარული, რადგან ვხედავთ

მის ღრმა აზრებში თუ საქმეებში,

სიკეთეს და ძლიერებას.

2. მისი შემოქმედება გვატკბობს —

ზეცა, ხმელეთი თუ ზღვები,

ვუცქერთ ამ შემოქმედების წიგნს,

მის საქმეებს ვესალმებით.

ვქადაგებთ სამეფოს შესახებ,

ვაუწყებთ მის დაბადებას,

სიხარულით ვაცხადებთ ყველგან,

რომ ვიღებთ მრავალ კურთხევას.

ახლოვდება მარადიული

კურთხევები, სიხარული,

ახალი ცა, ახალი მიწა,

რაც ღვთისგან არის აღთქმული.

(მისამღერი)

იეჰოვა არის ჩვენი

სიხარული, რადგან ვხედავთ

მის ღრმა აზრებში თუ საქმეებში,

სიკეთეს და ძლიერებას.

(იხილეთ აგრეთვე კან. 16:15; ეს. 12:6; იოან. 15:11)