არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 127

ადგილი, რომელიც შენს სახელს ატარებს

ადგილი, რომელიც შენს სახელს ატარებს

(1 მატიანე 29:16)

1. იეჰოვა, დაგვდე პატივი,

რომ ეს შენობა ავაგეთ.

ახლა გვსურს, ის შენ მოგიძღვნათ, რომ

განადიდებდეს შენს სახელს.

რასაც გწირავთ, ეს ყოველივე

ისედაც ხომ შენ გეკუთვნის,

ამიტომ მთელი გულით გიძღვნით

ჩვენს შრომას, ქონებას თუ ნიჭს.

(მისამღერი)

შენ წარგიდგენთ ამ შენობას

და გიძღვნით ჭეშმარიტ ღმერთს.

გთხოვთ, საკუთრებად მიიღო,

აქ ვადიდებთ შენს სახელს.

2. ახლა, მამავ, შენ გადიდებთ და

გიძღვნით ხოტბას და დიდებას.

დაე ბევრმა გაიგოს შენზე,

რომ მათაც მოგაგონ ქება.

რადგან ეს შენობა ეძღვნება

წმინდა თაყვანისმცემლობას,

ვიზრუნებთ მასზე, რადგან ის მხარს

დაუჭერს სამეფოს ცნობას.

(მისამღერი)

შენ წარგიდგენთ ამ შენობას

და გიძღვნით ჭეშმარიტ ღმერთს.

გთხოვთ, საკუთრებად მიიღო,

აქ ვადიდებთ შენს სახელს.

(იხილეთ აგრეთვე 1 მეფ. 8:18, 27; 1 მატ. 29:11—14; საქ. 20:24)