არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 66

მთელი სულით ვემსახუროთ იეჰოვას

მთელი სულით ვემსახუროთ იეჰოვას

(მათე 22:37)

1. ო, იეჰოვა, მიყვარხარ,

შენ ხარ, ვისაც ვემორჩილები.

შენს ნდობას არ გავამტყუნებ

და შენი ერთგული ვიქნები.

დავიცავ შენს მითითებებს, რომ

რაც შენ გსურს, ვაკეთო გულით.

(მისამღერი)

იეჰოვა, შენ ხარ ღირსი,

რომ გიერთგულო მთელი სულით.

2. ზეცა და დედამიწა შენს

სიდიადეს ერთხმად აცხადებს.

მუდამ შენ გემსახურები,

გავაცხადებ შენს წმინდა სახელს.

მსურს გავამართლო შენი ნდობა,

აღთქმა შეგისრულო გულით.

(მისამღერი)

იეჰოვა, შენ ხარ ღირსი,

რომ გიერთგულო მთელი სულით.