სიმღერა 135
ბოლომდე მოვითმინოთ
1. მოთმინებისთვის საფუძველს
ჩვენ ღვთის სიტყვა გვაძლევს.
ზედმიწევნით დასტურდება,
რაც მისგან შეისწავლეთ.
გახსოვდეთ, ღვთის დღე ახლოა,
მტკიცედ იდექით რწმენით,
დაიცავით უმწიკვლობა;
დაგხვეწავთ გამოცდები.
2. შეინარჩუნეთ პირველი
სიყვარული წრფელი.
განსაცდელებს თუ შეხვდებით,
იყავით მომთმენები.
არასდროს დაგძლიოთ შიშმა
და არ გქონდეთ ეჭვები,
იეჰოვა თქვენთან არის,
ჭეშმარიტი ხსნის ღმერთი.
3. ის გადარჩება, ვინც არის
ბოლომდე მომთმენი.
ჩაიწერება სიცოცხლის
წიგნში მისი სახელი.
მიზნად დაისახეთ, რომ სულ
ავლენდეთ მოთმინებას.
მიიღებთ იეჰოვასგან
სიხარულს და კურთხევას.
(იხილეთ აგრეთვე ებრ. 6:19; იაკ. 1:4; 2 პეტ. 3:12; გამოცხ. 2:4)