არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 94

კმაყოფილნი ყოველი კარგი ძღვენით

კმაყოფილნი ყოველი კარგი ძღვენით

(იაკობი 1:17)

1. ყოველგვარ საჩუქარს და ძღვენს,

ყველაფერს სრულყოფილს,

ჩვენ ვიღებთ ღვთისგან და ჩვენთვის

ის ზემოდან მოდის.

იეჰოვა მზრუნველია,

არასდროს იცვლება,

ის გვაძლევს სინათლეს, სიცოცხლეს

და მზრუნველობს ყველას.

2. მეტისმეტად არ შევწუხდეთ

მომავალ დღეებზე,

ღმერთი ჩიტებსაც თუ კვებავს,

ის იზრუნებს ჩვენზეც.

პირველობის სული არ გვაქვს,

ამაოდ არ ვშრომობთ,

ჩვენ გვაკმაყოფილებს ის, რაც გვაქვს

და უბრალოდ ვცხოვრობთ.

3. ღვთისთვის ამაოა საქმე 

ადამიანური,

ვაკეთოთ ის, რაც კარგია

და მარადიული.

თუ ღმერთთან შევინახავთ განძს,

დაცული იქნება.

სულ გვექნება თვალი დაცული

და კმაყოფილება.