არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 96

ეძებეთ ღირსეულები

ეძებეთ ღირსეულები

(მათე 10:11—15)

1. უფალმა გვასწავლა მსახურება, მან

გაკვალა გზა ქადაგების,

გვითხრა, სადაც მიხვალთ, ყველგან მოძებნეთ

სულიერს მოწყურებულები.

მიესალმეთ და უსურვეთ მშვიდობა,

ღირსეულებს ის მიეცემა.

წამოდით, მტვერი დაიბერტყეთ მათთან,

თუ ვინმეს არ უნდა მოსმენა.

2. ვინც თქვენ მიგიღოთ, ის ქრისტესაც იღებს,

მათ გულებს გაუხსნის ღმერთი.

სიცოცხლის მიმართ სწორი განწყობა მათ

აღძრავს, იმსახურონ თქვენ გვერდით.

ნუ შეგაწუხებთ ფიქრი, რა უნდა თქვათ,

იეჰოვა დაგეხმარებათ.

თქვენი საუბარი თავმდაბლებისთვის

მუდამ მიმზიდველი იქნება.

(იხილეთ აგრეთვე საქ. 13:48; 16:14; კოლ. 4:6)