არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 57

ჩემი გულის ზრახვები

ჩემი გულის ზრახვები

(ფსალმუნი 19:14)

1. რაზეც მე ვფიქრობ ყოველდღე

და გულში რა ზრახვებიც მაქვს,

იყოს შენთვის მისაღები,

უფალო, რომ მივყვე შენს გზას.

თუ საზრუნავზე ფიქრები

ჩემს გონებას დაამძიმებს,

რაც სწორია, მხოლოდ მასზე

და მხოლოდ შენზე ვიფიქრებ.

2. რაც მართალია და წმინდა,

ზნეობრივი, საქებარი,

დაე მათზე დაფიქრებით

სულ მქონდეს მშვიდობა მყარი.

ღმერთო, გაქვს უძვირფასესი,

ღრმა, უთვალავი აზრები,

ამიტომ შენს სიტყვას ვუსმენ

მუდამ დიდი ყურადღებით.