არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 119

მოდით, გამოცოცხლდით!

მოდით, გამოცოცხლდით!

(ებრაელები 10:24, 25)

1. დღეს, ამ უმართავ ქვეყნიერებაში,

ხალხმა არ იცის ღვთის გზები.

ჩვენ თავად ვერ მივაღწევთ წარმატებას,

გვჭირდება მითითებები.

ჩვენი შეხვედრები გვმატებს იმედს და

ღვთის რწმენაში გვაძლიერებს,

აღგვძრავს, ვაკეთოთ კარგი საქმეები,

გვაძლევს ძალებს, არ დავეცეთ.

მაშ, შევასრულოთ იეჰოვას ნება

და მის მითითებებს გავყვეთ.

შეხვედრები ჭეშმარიტებისა და

ღვთის სიყვარულს განგვიახლებს.

2. იეჰოვამ იცის, თუ რა გვჭირდება,

მივიღოთ მისი რჩევები.

და თუ კრებისთვის დროს გამოვისყიდით,

ვიქნებით გონიერები.

იქ ღვთის მოშიში მამაკაცებისგან

ვსწავლობთ, რომ გვქონდეს ღვთის რწმენა.

მარტო არ ვართ, რადგან გვაქვს სულიერი

ოჯახისგან მხარდაჭერა.

ჩვენ ველით იმ დროს, როცა კვლავ შევხვდებით

საყვარელ ადამიანებს,

შეხვედრებზე ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ,

და აქ ღმერთი სიბრძნეს გვაძლევს.