არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ღირს ბიბლიის გამოკვლევა?

რატომ ღირს ბიბლიის გამოკვლევა?

წაგიკითხავთ ბიბლია? ეს შეუდარებელი წიგნი ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. მასში ჩაწერილი ინფორმაცია ანუგეშებს და იმედს უსახავს ყველა ეროვნების ადამიანს. ბიბლიის რჩევები მათ ყოველდღიურად ადგებათ. მაგრამ ბევრს მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს ბიბლიაზე. მორწმუნეც რომ არ იყოთ, შეიძლება გაინტერესებთ, რა წერია ამ წიგნში. ეს ბროშურა ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით ბიბლიაზე.

სანამ ბიბლიის კითხვას შეუდგებით, კარგი იქნება, თუ მის რამდენიმე თავისებურებას გაეცნობით. ბიბლია, რომელიც წმინდა წერილების სახელითაც არის ცნობილი, 66 წიგნისგან ანუ ნაწილისგან შედგება. პირველი წიგნია „დაბადება“, ბოლო კი — „გამოცხადება“, იგივე აპოკალიფსი.

ვინ არის ბიბლიის ავტორი? ეს საინტერესო კითხვაა. ბიბლიას 40-მდე კაცი წერდა. მთლიანობაში მის დაწერას დაახლოებით 1 600 წელი დასჭირდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის არც ერთ დამწერს თავი ავტორად არ მიუჩნევია. ერთ-ერთი მათგანი წერდა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). ერთმა დამწერმაც აღიარა: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“ (2 სამუელი 23:2). ამგვარად, ბიბლიის დამწერები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ბიბლიის ავტორი სინამდვილეში იეჰოვა ღმერთი, სამყაროს უზენაესი მმართველი იყო. მათი სიტყვებიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღმერთს სურს, ადამიანებს დაუახლოვდეს.

ბიბლიის უკეთ გაგებაში კიდევ ერთი რამის ცოდნა დაგვეხმარება. წმინდა წერილებს საერთო თემა გასდევს: ღმერთი ზეციერი სამეფოს მეშვეობით დაამტკიცებს, რომ ადამიანებზე მმართველობის უფლება აქვს. ამ ბროშურის კითხვისას დაინახავთ, როგორ ვითარდება ეს თემა „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“.

ახლა განვიხილოთ, რა წერია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ წიგნში, ბიბლიაში.

^ აბზ. 9 არსებობს დათარიღების სხვადასხვა მეთოდი. ამ ბროშურაში ახ. წ.-ში იგულისხმება ახალი წელთაღრიცხვა და ძვ. წ.-ში იგულისხმება ძველი წელთაღრიცხვა. ყოველი გვერდის ბოლოს იხილავთ დროის დიაგრამას.