არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის მოკლე მიმოხილვა

ბიბლიის მოკლე მიმოხილვა
  1. იეჰოვა ქმნის ადამს და ევას, რათა მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე. სატანა ცილს სწამებს ღმერთს და ეჭვქვეშ აყენებს მისი მმართველობის უფლებას. ადამი და ევაც უპირისპირდებიან ღმერთს, რაც მათი და მათი შთამომავლობის ცოდვისა და სიკვდილის მიზეზი ხდება.

  2. იეჰოვა სჯის ურჩებს. ის წინასწარმეტყველებს, რომ გამოჩნდება მხსნელი, რომელიც თავს გაუჭეჭყავს სატანას. მხსნელი გააუქმებს ცოდვის შედეგებს.

  3. იეჰოვა აბრაამსა და დავითს ჰპირდება, რომ ისინი იქნებიან აღთქმული შთამომავლის ანუ მესიის წინაპრები, რომელიც ზეციერი სამეფოს მეფე იქნება.

  4. იეჰოვა წინასწარმეტყველების პირით აცხადებს, რომ მესია გაათავისუფლებს ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილისგან. ის, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, თავის თანამმართველებთან ერთად მოსპობს ომებს, ავადმყოფობასა და სიკვდილს.

  5. იეჰოვა აგზავნის თავის ძეს დედამიწაზე და აცხადებს, რომ იესო მესიაა. იესო ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ და საკუთარ სიცოცხლეს მსხვერპლად იღებს. იეჰოვა მას სულიერ ქმნილებად აღადგენს.

  6. იეჰოვა თავის ძეს ამეფებს ზეცაში, რითაც იწყება ამ ქვეყნიერების ბოლო დღეები. იესო ასწავლის თავის მსახურებს, როგორ იქადაგონ ღვთის სამეფოს შესახებ მთელ დედამიწაზე.

  7. იეჰოვას მითითებით იესო ანადგურებს ადამიანთა ბოროტ მმართველობებს, დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს და ღვთის ერთგულ ადამიანებს ასრულყოფილებს. იეჰოვას უზენაესობა ერთხელ და სამუდამოდ მტკიცდება.