არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 2

ვინ არის ღმერთი?

ვინ არის ღმერთი?

არსებობს მხოლოდ ერთადერთი ღმერთი. მისი სახელი არის იეჰოვა (ფსალმუნი 83:18). ის სულია და ამიტომ ვერ ვხედავთ. იეჰოვას ვუყვარვართ და სურს, რომ ჩვენც გვიყვარდეს ის. ღმერთს უნდა, რომ სხვებიც გვიყვარდეს (მათე 22:35—40). იეჰოვა ღმერთი უზენაესია და ყველაფერი მისი შექმნილია.

ღმერთმა პირველად ძლიერი ანგელოზი შექმნა, რომელიც მოგვიანებით იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი. იეჰოვამ სხვა ანგელოზებიც შექმნა.

იეჰოვა ღმერთმა შექმნა ყველაფერი ზეცაში . . . და დედამიწაზე (გამოცხადება 4:11).

იეჰოვა ღმერთმა შექმნა ვარსკვლავები, დედამიწა და ყველაფერი, რაც დედამიწაზეა (დაბადება 1:1).

მან მიწის მტვრისგან შექმნა პირველი მამაკაცი, ადამი (დაბადება 2:7).