არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 6

წარღვნა — გაკვეთილი ჩვენთვის

წარღვნა — გაკვეთილი ჩვენთვის

ღმერთმა გაანადგურა ბოროტები, ნოე და მისი ოჯახი კი გადაარჩინა (დაბადება 7:11, 12, 23).

40 დღე და ღამე წვიმდა. წყალმა მთელი დედამიწა დაფარა. ბოროტი ადამიანები დაიხოცნენ.

მეამბოხე ხორცშესხმულმა ანგელოზებმა დატოვეს დედამიწა და დემონებად იქცნენ.

კიდობანში მყოფნი გადარჩნენ. მართალია, ნოე და მისი ოჯახის წევრები წლების შემდეგ დაიხოცნენ, მაგრამ ღმერთი მათ მკვდრეთით აღადგენს და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.

მალე ღმერთი ბოროტებს გაანადგურებს, მართლებს კი იხსნის (მათე 24:37—39).

სატანა და დემონები დღემდე აცდუნებენ ადამიანებს.

დღესაც, როგორც ნოეს დროს, ბევრი არ ემორჩილება იეჰოვა ღმერთს. მალე ის ბოლოს მოუღებს ბოროტ ხალხს (2 პეტრე 2:5, 6).

საბედნიეროდ, დღესაც არიან ნოეს მსგავსი ადამიანები, რომლებიც უსმენენ ღმერთს. ისინი იეჰოვას მოწმეები არიან.