არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 14

როგორ უნდა დავუმტკიცოთ იეჰოვა ღმერთს ერთგულება?

როგორ უნდა დავუმტკიცოთ იეჰოვა ღმერთს ერთგულება?

დაიკავეთ ღვთის მხარე (1 პეტრე 5:6—9).

ნუ მიიღებთ მონაწილეობას ღვთისთვის მიუღებელ წეს-ჩვეულებებში. ამისთვის გაბედულებაა საჭირო.

ნუ ჩაერევით პოლიტიკაში, რადგან ის მხარს არ უჭერს იეჰოვა ღმერთსა და მის სამეფოს.

გააკეთეთ სწორი არჩევანი — მოუსმინეთ ღმერთს (მათე 7:24, 25).

იეჰოვას მოწმეები ღმერთთან დაახლოებაში დაგეხმარებიან.

ნუ შეწყვეტთ ღმერთთან დაახლოებას და დაიცავით მისი მცნებები.

როცა ღვთისადმი რწმენას გაიღრმავებთ, მიუძღვენით თავი მას და მოინათლეთ (მათე 28:19).

მოუსმინეთ ღმერთს. იკითხეთ ბიბლია და სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს, დაგეხმარონ მის გაგებაში; რასაც ისწავლით, ცხოვრებაში გამოიყენეთ. თუ ასე მოიქცევით, მარადიულად იცხოვრებთ (ფსალმუნი 37:29).