არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ღვთის ნება?

რა არის ღვთის ნება?

ღმერთს სურს, მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრებით დავტკბეთ მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე!

თუმცა, შეიძლება იკითხოთ: როგორ გახდება ეს შესაძლებელი? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამას ღვთის სამეფო აქცევს რეალობად. ღვთის ნებაა, რომ ყველამ გაიგოს ამ სამეფოსა და კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის შესახებ (ფსალმუნი 37:11, 29; ესაია 9:7).

ღმერთს ჩვენთვის კარგი სურს

როგორც მოსიყვარულე მამას საუკეთესო სურს შვილებისთვის, ისე ჩვენს ზეციერ მამას უნდა, რომ ბედნიერი ცხოვრებით დავტკბეთ უსასრულოდ (ესაია 48:17, 18). ის გვპირდება, რომ „ღვთის ნების შემსრულებელი . . . სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17).

ღმერთს სურს, მისი ბილიკებით ვიაროთ

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ჩვენი შემოქმედი „გვასწავლის თავის გზებს“, რათა „მისი ბილიკებით“ სიარული შევძლოთ (ესაია 2:2, 3). მან „გამოყო ხალხი თავისი სახელისთვის“, რათა თავისი ნება მთელ დედამიწას გააგებინოს (საქმეები 15:14).

ღმერთს სურს, მის თაყვანისმცემლობაში გავერთიანდეთ

იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობა ადამიანებს კი არ ყოფს, არამედ ნამდვილი სიყვარულით აერთიანებს (იოანე 13:35). ვინ ასწავლის დღეს ხალხს მთელ მსოფლიოში, როგორ ემსახურონ ღმერთს გაერთიანებულად? ამ კითხვაზე პასუხს ამ ბროშურიდან მიიღებთ.