არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 4

რატომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“?

რატომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“?

კონგო (კინშასა)

რუანდა

სიმაქუსის თარგმანი, რომელიც ახ. წ. III-IV საუკუნით თარიღდება, ფსალმუნის 69:31-ში ღვთის სახელია მოხსენიებული

ათწლეულების განმავლობაში იეჰოვას მოწმეები იყენებდნენ, ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ ბიბლიის სხვადასხვა თარგმანს. მალე მათ დაინახეს, რამდენად აუცილებელი იყო ბიბლიის ახალი თარგმანი იმისათვის, რომ ადამიანები უკეთესად ჩასწვდომოდნენ ღვთის ნებას და „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ მიეღოთ (1 ტიმოთე 2:3, 4). სწორედ ამ მიზნით 1950 წლიდან დავიწყეთ თანამედროვე ენაზე ბიბლიის, კერძოდ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“, ნაწილ-ნაწილ გამოცემა. დღეს ბიბლიის ეს ზუსტი თარგმანი უკვე 130-ზე მეტ ენაზეა გამოცემული.

ბიბლია უნდა გადათარგმნილიყო ადვილად გასაგებ ენაზე. დროის სვლასთან ერთად ენა იცვლება. ბიბლიის ბევრ თარგმანში ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს ვხვდებით, რომლებიც ბუნდოვანი ან ძნელად გასაგებია. ამასთან ერთად, დროთა განმავლობაში აღმოჩენილი გაცილებით ზუსტი უძველესი ხელნაწერები, რომლებიც ახლოს არის ორიგინალთან, ბიბლიის ებრაული, არამეული და ბერძნული ტექსტების უკეთ გაგებაში გვეხმარება.

თარგმანი რაც შეიძლება მიახლოებული უნდა ყოფილიყო ღვთის სიტყვის თავდაპირველ ტექსტთან. ბიბლიის მთარგმნელებს ღვთის მიერ შთაგონებული წერილები კი არ უნდა შეეცვალათ, არამედ ზედმიწევნით უნდა ეთარგმნათ. მაგრამ ბიბლიის ბევრ თარგმანში ღვთის სახელი, იეჰოვა, არ არის მოხსენიებული.

თარგმანს უნდა გამოეკვეთა, ვინ იყო მისი ავტორი (2 სამუელი 23:2). ბიბლიის უძველეს ხელნაწერებში ღვთის სახელი, იეჰოვა, დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული (ამონარიდს ერთ-ერთი ასეთი ხელნაწერიდან ქვემოთ მოცემულ სურათზე ვხედავთ). ბიბლიის „ახალ ქვეყნიერების თარგმანში“ მთარგმნელებმა ღვთის პირადი სახელი თავის ადგილას დააბრუნეს (ფსალმუნი 83:18). წლების მანძილზე გულმოდგინე შრომის ნაყოფია ის, რომ ბიბლიის ამ თარგმანის კითხვა ერთ სიამოვნებად ღირს, რადგან ნათლად გადმოსცემს ღვთის ნებას. იმის მიუხედავად, არის თუ არა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი, კარგი იქნება, თუ ყოველდღე იკითხავთ ღვთის სიტყვას (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნი 1:2, 3).

  • რატომ გადაწყვიტეს იეჰოვას მოწმეებმა, გამოეცათ ბიბლიის ახალი თარგმანი?

  • რა უნდა გააკეთოთ ყოველდღიურად, თუ ღვთის ნების გაგება გსურთ?