არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 6

რატომ არის ჩვენთვის კარგი თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?

რატომ არის ჩვენთვის კარგი თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?

მადაგასკარი

ნორვეგია

ლიბანი

იტალია

იეჰოვას მოწმეებს გაუვალი ჯუნგლებიც რომ ედოთ გზად ან ზამთრის სუსხიან დღესაც რომ მოუწიოთ გარეთ გასვლა, მაინც რეგულარულად დაესწრებიან ქრისტიანული კრების შეხვედრებს. რატომ არ ზოგავენ ისინი თავს და თანამორწმუნეებთან ერთად იკრიბებიან, სხვადასხვა პრობლემებისა თუ დამქანცველი სამუშაო დღის მიუხედავად?

ეს ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. პავლემ კრების წევრებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის მიმართ ყურადღებიანები ყოფილიყვნენ (ებრაელები 10:24). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „ყურადღებიანი“ ნიშნავს „სხვის კეთილდღეობაზე ფიქრს“, რაც თავისთავად ერთმანეთის გაცნობასაც გულისხმობს. პავლე მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, რომ უნდა დავინტერესდეთ სხვებით. თუ უკეთ გავიცნობთ სხვა ქრისტიანებს, დავინახავთ, რომ ზოგმა მათგანმა დაძლია ისეთი სირთულეები, როგორსაც თავად ვხვდებით. ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და დაგვეხმარებიან, ჩვენც გავუმკლავდეთ მსგავს პრობლემებს.

ეს ხელს უწყობს ურყევ მეგობრობას. თანაქრისტიანები, რომლებთან ერთადაც ვიკრიბებით, უბრალო ნაცნობები კი არა, ჩვენი ახლო მეგობრები არიან. მათთან მხოლოდ კრების შეხვედრებზე კი არ გვაქვს ურთიერთობა, არამედ ერთადაც ვისვენებთ და სასიამოვნოდაც ვატარებთ დროს. შედეგად, უფრო ახლოს ვეცნობით და გვიყვარდება ერთმანეთი. ამიტომ, როცა ისინი პრობლემებს ხვდებიან, მზად ვართ, დავეხმაროთ, რადგან ჩვენი მეგობრები არიან (იგავები 17:17). ჩვენ კრების ყველა წევრთან გვაქვს ურთიერთობა და ამგვარად ვაჩვენებთ, რომ „თანაბრად ვზრუნავთ“ ერთმანეთზე (1 კორინთელები 12:25, 26).

თქვენც შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ მათ, ვინც ღვთის ნებას ასრულებს. ასეთ ადამიანებს იეჰოვას მოწმეთა შორის იპოვით. ამიტომ, ნუ შეწყვეტთ იეჰოვას ხალხთან ურთიერთობას რაიმე ხელის შემშლელი მიზეზის გამო.

  • რატომ არის ჩვენთვის კარგი კრების შეხვედრებზე თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?

  • როდის გეგმავთ, უფრო ახლოს გაიცნოთ იეჰოვას მოწმეთა კრების წევრები?