არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 7

როგორ ტარდება ჩვენი შეხვედრები?

როგორ ტარდება ჩვენი შეხვედრები?

ახალი ზელანდია

იაპონია

უგანდა

ლიტვა

პირველი საუკუნის ქრისტიანები კრების შეხვედრებზე ღვთის განსადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ, ლოცულობდნენ, კითხულობდნენ და განიხილავდნენ წმინდა წერილებს. ასეთ შეხვედრებზე არანაირი რიტუალი არ სრულდებოდა (1 კორინთელები 14:26). დღეს ჩვენი კრების შეხვედრებიც მსგავსად ტარდება.

ბიბლიური დასწავლება. შაბათ-კვირას თითოეული კრება იკრიბება, რათა მოისმინოს 30-წუთიანი მოხსენება ბიბლიურ თემაზე. ამ მოხსენების დროს განხილული ბიბლიური მუხლები გვიჩვენებს, თუ რა დროში ვცხოვრობთ და როგორ შეგვიძლია ბიბლიური რჩევების გამოყენება. მომხსენებელი მოუწოდებს აუდიტორიას, ამოკითხულ ბიბლიურ მუხლებს საკუთარ წიგნებში მიადევნონ თვალი. მოხსენების შემდეგ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა იწყება, რომელიც ერთ საათს გრძელდება. ამ შეხვედრის დროს კრების წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო სტატიის განხილვაში. ასეთი განხილვა გვეხმარება, ცხოვრებაში ბიბლიური რჩევებით ვიხელმძღვანელოთ. მთელ მსოფლიოში 110 000-ზე მეტ კრებაში ერთი და იგივე მასალა შეისწავლება.

ღვთის სიტყვის სწავლების უნარის დახვეწა. შუა კვირის შეხვედრას ჰქვია „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“. კრების ეს შეხვედრა სამი ნაწილისგან შედგება და დაფუძნებულია „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ ყოველთვიურ პროგრამაზე. პირველ ნაწილში, „ღვთის სიტყვის საუნჯე“, განვიხილავთ ბიბლიურ მონაკვეთებს, რომლებსაც წინასწარ ვკითხულობთ. მეორე ნაწილში, „გააუმჯობესე მსახურება“, წარმოდგენილია ინსცენირებები, რომლებიც გვეხმარება, გავხდეთ დახელოვნებული მქადაგებლები. შეხვედრის ზედამხედველი გამომსვლელებს საჭირო რჩევებს აძლევს, რათა უფრო დაიხვეწონ კითხვასა და საუბარში (1 ტიმოთე 4:13). პროგრამის ბოლო ნაწილში, „იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით“, ვსწავლობთ, როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ნაწილში აგრეთვე კითხვა-პასუხებით განვიხილავთ მოცემულ მასალას, რაც გვეხმარება, გავიღრმავოთ ბიბლიური ცოდნა.

როდესაც ჩვენს შეხვედრებს დაესწრებით, შეუძლებელია, თქვენზე წარუშლელი კვალი არ დატოვოს იქ მოსმენილმა ბიბლიურმა სწავლებებმა (ესაია 54:13).

  • რის მოსმენა შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე?

  • კრების რომელ შეხვედრაზე ისურვებდით დასწრებას?