არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 4

მან თავისი მამაც გაახარა და იეჰოვაც

მან თავისი მამაც გაახარა და იეჰოვაც

რას ჰპირდება იფთახი იეჰოვას?

იფთახის ქალიშვილისთვის ადვილი არ იყო, შეესრულებინა მამის დაპირება

ხედავ სურათზე პატარა გოგონას? ~ ეს იფთახის ქალიშვილია. ბიბლია მის სახელს არ გვამცნობს, მაგრამ მასში წერია, რომ მან გული გაუხარა თავის მამა იფთახს და ზეციერ მამა იეჰოვას. მოდი, უკეთ გავიცნოთ იფთახი და მისი ქალიშვილი.

იფთახი კარგი ადამიანი იყო. ის დიდ დროს უთმობდა იმას, რომ თავისი ქალიშვილისთვის იეჰოვას შესახებ ესწავლებინა. იფთახი აგრეთვე ძლიერი პიროვნება და კარგი წინამძღოლი იყო. სწორედ ამიტომ სთხოვეს ისრაელებმა, რომ მტერთან ბრძოლაში მათთვის ეხელმძღვანელა.

იფთახმა, ბრძოლაში გასამარჯვებლად, იეჰოვას ლოცვაში სთხოვა დახმარება. ის იეჰოვას დაჰპირდა, რომ თუ ბრძოლაში გაამარჯვებინებდა, ვინც სახლიდან პირველი გამოეგებებოდა, მას მიუძღვნიდა. ეს ადამიანი თავისი დარჩენილი ცხოვრება ღვთის კარავში იმსახურებდა. კარავი იყო ადგილი, სადაც ხალხი იმ დროს თაყვანს სცემდა ღმერთს. იფთახმა გაიმარჯვა ბრძოლაში. სახლში დაბრუნებისას იცი, ვინ გამოეგება მას პირველი? ~

დიახ, ეს მისი ქალიშვილი იყო! იფთახი ძალიან დანაღვლიანდა, რადგან ერთადერთი შვილი მისგან შორს უნდა ყოფილიყო. მაგრამ, არ დაგავიწყდეს, რომ მან პირობა მისცა იეჰოვას. იფთახის ქალიშვილი მამას მაშინვე დათანხმდა და უთხრა: „მამა, შეასრულე ის, რაც იეჰოვას დაჰპირდი“.

ყოველ წელს იფთახის ქალიშვილს მეგობრები ინახულებდნენ

ამ ამბავმა იფთახის ქალიშვილიც დაამწუხრა. თუ კარავში იმსახურებდა, ის ვეღარ შეძლებდა გათხოვებასა და შვილების გაჩენას. მაგრამ მას ძალიან უნდოდა, რომ შეესრულებინა მამის პირობა და იეჰოვას გული გაეხარებინა. ეს მისთვის გათხოვებასა და შვილების ყოლაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო; ამიტომ დატოვა სახლი და მთელი თავისი ცხოვრება კარავში გაატარა.

როგორ ფიქრობ, გაახარა მან მამამისი და იეჰოვა? ~ რა თქმა უნდა! თუ იფთახის ქალიშვილის მსგავსად შენც გიყვარს იეჰოვა და ემორჩილები მას, მაშინ შეძლებ გული გაუხარო, როგორც შენს მშობლებს, ისე იეჰოვას.